დიდი ბრიტანეთი რუსეთის პრეზიდენტისთვის სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს

დიდი ბრიტანეთი ვლადიმერ პუტინისთვის სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ლონდონი ახალ კანონმდებლობას წარადგენს, რათა სანქციების რეჟიმი გამკაცრდეს და რუსეთში უფრო მეტი კომპანია და ფიზიკური პირი სანქციების სამიზნე გახდეს.

ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს.

ასევე წაიკითხეთ:

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: ძალიან მკაფიოდ უნდა ვუთხრათ კრემლს, რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრა დამღუპველი ნაბიჯი იქნება