მექსიკის ციხეში მომხდარი ჩხუბის შედეგად სულ მცირე 8 პატიმარი დაიღუპა

მექსიკაში, წყნარი ოკეანის სანაპიროზე მდებარე შტატ კოლიმაში, ციხეში, პატიმრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. შედეგად, დაიღუპა, სულ მცირე, 8 და დაშავდა 7 პატიმარი, - ამის შესახებ Anadolu წერს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ციხეში ორი დაპირისპირებული ჯგუფი იყო, რომელსაც ერთმანეთთან ადრეც უჩხუბია. უსაფრთხოების ძალებმა მხოლოდ ერთი საათის შემდეგ შეძლეს ჩაკეტილი საკნების გაღება და, ამჟამად, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

მომხდარზე დაწყებულა გამოძიება.