სამრეთ აფრიკაში, სტიქიას სულ მცირე 70 ადამიანი ემსხვერპლა.
ამასთან, სამხრეთ აფრიკის ქვეყნებს - მადაგასკარს, მალავისა და მოზამბიკს ტროპიკულმა შტორმმა „ანამ“ გადაუარა.
Al Jazeera-ს ცნობით, მადაგასკარში 41, მოზამბიკში 18, მალავიში კი 11 ადამიანი გარდაიცვალა. დაზიანდა ასობით საცხოვრებელი სახლი, მოსახლეობა დროებით თავშესაფრებშია გადაყვანილი.