ეროვნული მუზეუმი „დაკარგულ ექსპონატებზე“ განცხადებას ავრცელებს

 
ეროვნული გალერეიდან, რომელიც 2007 წელს შეუერთდა ეროვნულ მუზეუმს, 1992-2005 წლებში სხვადასხვა საელჩოში გატანილია 77 ექსპონატი, მათ შორის ყველაზე მეტი, დღევანდელი მონაცემით, ეროვნული გალერეის კოლქციებში უკვე დაბრუნებულია 552 ექსპონატი. ამ ინფორმაციას ეროვნული მუზეუმი ავრცელებს და განმარტავს, რომ ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში შემავალი მუზეუმებიდან ექსპონატების დაკარგვის შესახებ ცნობები, სიმართლეს არ შეესაბამება.
 
„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გვსურს კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ ეროვნული მუზეუმის შექმნის დღიდან, ჩვენს გაერთიანებაში შემავალი მუზეუმებიდან, მათ შორის ხელოვნების მუზეუმიდან, არცერთი ექსპონატი არ დაკარგულა. ეროვნული მუზეუმის მიმართ დღეს ისმის უსაფუძვლო ბრალდება „დაკარგულ“ ექსპონატებთან დაკავშირებით. სინამდვილეში ექსპონატები სხვადასხვა მიზეზით გატანილია ეროვნული გალერეიდან 1950-იანი წლებიდან 2005 წლამდე, იმ დროს სანამ ეროვნული გალერეა საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანების ნაწილი გახდებოდა.
 
ეროვნული მუზეუმი დღემდე მუშაობს მუზეუმებიდან საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, სახელმწიფო ორგანიზაციებსა და კერძო პირებზე გაცემული ექსპონატების მუზეუმებში დაბრუნების პროცესზე. ეროვნული მუზეუმის გუნდის მიერ ეროვნული გალერეის ფონდებს უკვე დაუბრუნდა დროებით გაცემული 552 ექსპონატი, ხელოვნების მუზეუმის ფერწერის ფონდს კი - 5“, - აღნიშნულია ეროვნული მუზეუმის განცხადებაში.
 
ცნობისთვის, ეროვნული გალერეა ეროვნულ მუზეუმს 2007 წელს შეუერთდა, თავად ეროვნული მუზეუმი კი 2004 წელს შეიქმნა. იხილეთ საელჩოებში გატანილი ნამუშევრების სია.

ამავე თემაზე:

თეა წულუკიანი: 2012 წლამდე საელჩოებისთვის გადაცემული 117 ექსპონატიდან, 53 სავარაუდოდ, დაკარგულია