დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ 9 აპრილის - საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ, ხოლო 26 მაისის საქართველოს პრეზიდენტის დღედ გამოცხადების ინიციატივით ბიუროს მიმართა. ის საკითხის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვდა, თუმცა დეპუტატებმა მას მხარი არ დაუჭირეს.
„შრომის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარადგინეს.
„საქართველომ დამოუკიდებლობა ბოლოს 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე აღიდგინა, ხოლო ეს აქტი 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო სახალხო რეფერენდუმს დაეფუძნა, რომელიც ჩატარდა კითხვით: - “თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მასის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე.
26 მაისი არის ისტორიული თარიღი როგორიც, მაგალითად, 1121 წლის 12 აგვისტო, - დიდგორის ბრძოლის შედეგად საქართველოს გაერთიანება. 9 აპრილი კი არის ჩვენი დღევანდელი სახელმწიფოს დაბადების თარიღი - 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა, რითაც მოვიპოვეთ სახელმწიფო სუვერენიტეტი, რაც ასახულია კიდეც საქართველოს კონსტიტუციის პირველ მუხლში. 26 მაისი კი, ისტორიული რაკურსისა და საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის, როგორც ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტის სტატუსის გათვალიწინებით, შეიძლება, რომ უკავშირდებოდეს პრეზიდენტის დღეს“, - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.
საპასუხოდ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ 26 მაისი დამოუკიდებლობის დღის გამოცხადების, ხოლო 9 აპრილი მისი აღდენის დღეა. უმრავლესობის წევრები საკითხის დაჩქარებული წესით განხილვას არ ემხრობიან.