ბორის ჯონსონი უკრაინაშია

უკრაინაში ვიზიტით მყოფი ბორის ჯონსონი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს მართავს. პრემიერ-მინისტრმა 88 მილიონი ფუნტის ღირებულების ახალი დახმარება შესთავაზა უკრაინის მხარდასაჭერად, რუსეთის შეჭრის შიშის გამო. ბორის ჯონსონის თქმით, როგორც მეგობარი და პარტნიორი, დიდი ბრიტანეთი განაგრძობს უკრაინის სუვერენიტეტის დაცვას, გარე საფრთხეებთან მიმართებით.

გაერთიანებული სამეფო აძლიერებს სანქციების რეჟიმს რუსეთის მიმართ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო და მიიჩნევს, რომ რუსეთის ერთადერთი გზა არის დეესკალაცია და საერთაშორისო თანამეგობრობასთან მოლაპარაკებების დაწყება.

ასევე წაიკითხეთ

დიდ ბრიტანეთს რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა პაკეტი 10 თებერვლისთვის მზად ექნება