სპორტსმენებმა და ვიზიტორებმა, რომლებიც მიდიან პეკინში, 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე, ტელეფონები სახლში უნდა დატოვონ და ამის ნაცვლად დროებითი ტელეფონები გამოიყენონ, BBC-ის ცნობით, ეს FBI-ს მოთხოვნაა. მიზეზი კიბერუსაფრთხოება და მოვლენებზე კიბერაქტივობების შესაძლო უარყოფითი გავლენაა.
„FBI მოუწოდებს ყველა სპორტსმენს, დატოვონ პირადი მობილური ტელეფონები სახლში და გამოიყენონ დროებითი ტელეფონი თამაშებზე ყოფნისას", - წერია განცხადებაში. FBI-მ აღნიშნა, რომ ოლიმპიადის წინააღმდეგ რაიმე კონკრეტული საფრთხის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა მოუწოდა პარტნიორებს, სიფრთხილე შეინარჩუნონ.
ზამთრის ოლიმპიური თამაშები 4 თებერვლიდან 20 თებერვლამდე გაიმართება. ჩინეთის მთავრობა 3,9 მილიარდ დოლარს (2,9 მილიარდი ფუნტი) ხარჯავს მოახლოებულ თამაშებზე. უფლებადამცველმა ჯგუფებმა ჩინეთში უიღურების მიმართ მოპყრობის გამო, მთავრობებს ბოიკოტისკენ მოუწოდეს.