თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვია. Twitter-ზე განთავსებულ პოსტში ერდოღანი აღნიშნავს, რომ იმედი აქვს, შეხვედრები ხელშესახებ შედეგებს მოიტანს ორივე ქვეყნისთვის და რეგიონისთვის.
„ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს უკრაინის წინაშე მდგარი გამოწვევებს და დაძაბულობას რეგიონში. თურქეთი, როგორც შავი ზღვის ქვეყანა, მოუწოდებს ყველა მხარეს, იმოქმედონ თავშეკავებით და დიალოგით შეინარჩუნონ მშვიდობა რეგიონში. ნათელია, რომ კონფლიქტი უნდა მოგვარდეს მშვიდობიანი გზით და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. თურქეთი მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს თავის რეგიონში მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში“, - აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი.
ერდოღანი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაესწრება ორმხრივი მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს მე-10 შეხვედრას. ის და მისი უკრაინელი კოლეგა, ვოლოდიმირ ზელენსკი, სავარაუდოდ, ხელს მოაწერენ სხვადასხვა შეთანხმებას და ერთობლივ პრესკონფერენციას გამართვენ.