აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სირიაში წარმატებული სპეცოპერაციის შესახებ განაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას შეერთებული შტატების ლიდერიმა აღნიშნა, რომ „ტერორისტული საფრთხე“ მოიხსნა, როდესაც ამერიკელების რეიდის დროს, „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურმა თავი აიფეთქა.
ჯო ბაიდენის ინფორმაციით, „აშშ-ის ძალები ტერორისტის დაჭერას აპირებდნენ, თუმცა საკუთარი ოჯახის წევრების სიცოცხლეს არ გაუფრთხილდა და სასოწარკვეთილი სიმხდალის გამო, თავის აფეთქება არჩია“.
„წუხელ, ჩემი მითითებით, აშშ-ს სამხედრო ძალებმა ჩრდილო-დასავლეთ სირიაში ოპერაცია წარმატებით ჩაატარეს. კონტრტერორისტული ოპერაცია, რათა დაეცვათ ამერიკელი ხალხი და ჩვენი მოკავშირეები, მსოფლიო უფრო უსაფრთხო ადგილად ექციათ. ჩვენი შეიარაღებული ძალების ოსტატობისა და სიმამაცის წყალობით, ჩვენ „ბრძოლის ველიდან გავუშვით“ აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ-ყურაში, ISIS-ის ლიდერი. ოპერაციიდან ყველა ამერიკელი უსაფრთხოდ დაბრუნდა“, - ნათქვამია თავის მხრივ, ბაიდენის განცხადებაში, რომელიც თეთრი სახლის ვებგვერდზე განთავსდა.