NATO-ს ავიაგამანადგურებლებმა ჩრდილოეთის ზღვის თავზე მოძრავ რამდენიმე რუსულ ბომბდამშენსა და მზვერავ თვითმფრინავს მიმართულება შეაცვლევინეს

კოლის ნახევარკუნძულიდან ჩრდილოეთის ზღვისკენ დაძრული რუსული თვითმფრინავები ნორვეგიის დაზვერვის სამსახურმა ამოიცნო, რის შემდეგაც ფინმარკის სანაპიროდან F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები A-50 ტიპის თვითმფრინავების იდენტიფიცირების მიზნით გაგზავნა.

ალიანსის პრესსპიკერის მიერ Twitter-ზე განთავსებულ პოსტში აღნიშნულია, რომ ნორვეგიის საჰაერო სივრცესთან ახლოს, ჩრდილოეთის ზღვის თავზე მოძრავი რამდენიმე რუსულ ბომბდამშენს/მზვერავ თვითმფრინავს ბრიტანული და ნორვეგიული ავიაგამანადგურებლები ჩრდილოეთის ზღვის თავზე აედევნენ და მიმართულება შეაცვლევინეს.

"ყველა ურთიერთქმედება უსაფრთხოდ და პროფესიულ დონეზე განხორციელდა", - წერს ალიანსის პრესსპიკერი Twitter-ზე.