რუმინეთი ახალი თაობის F-35 ტიპის თვითმფრინავების შეძენას კვლავ გეგმავს. პორტუგალიიდან და ნორვეგიიდან გამანადგურებლების შეძენის შემდეგ, რუმინეთი საჰაერო ძალების განახლებას განაგრძობს, მაგრამ ახალი თაობის მებრძოლები ექსპლუატაციაში მხოლოდ 2030 წლის შემდეგ შევა.
„F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავები საშუალებას მისცემს რუმინეთის არმიას, უფრო ეფექტურად შეასრულოს მისია, თუმცა საჰაერო ძალების მოდერნიზაცია აქ არ შეჩერდება; ჩვენ ასევე ვგეგმავთ ახალი თაობის თვითმფრინავების, F-35-ის შესყიდვას“, - განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა საჰაერო ძალების ბაზაზე ვიზიტის შემდეგ.
იოჰანისმა დაამატა, რომ რუმინეთმა გადაწყვიტა, განავითაროს თავისი სამხედრო შესაძლებლობები NATO-ს ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესაბამისად.
რუმინეთს ამჟამად 17 F-16-ის საბრძოლო თვითმფრინავისგან შემდგარი ფლოტი ჰყავს.
რუმინეთი, რომელიც NATO-ს 2004 წელს შეუერთდა, 2026 წლამდე 9,8 მილიარდი ევროს დახარჯვას გეგმავს თავდაცვის შესაძლებლობების გასაზრდელად.
F-35 მეხუთე თაობის მრავალფუნქციური გამანადგურებელია, რომელზეც მუშაობა 1990-იან წლებში დაიწყეს. აშშ-მ F-35 - ის გამოყენებით, პირველი საბრძოლო ოპერაცია 2019 წლის მაისში ჩაატარა. კერძოდ, F-35-მა ერაყის ჩრდილო-აღმოსავლეთით გვირაბებზე მიიტანა იერიში, რომელსაც ტერორისტები იყენებდნენ.