ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის ტყეში ხანძარია.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი, თუმცა ცეცხლი მიუვალ ადგილზეა გავრცელებული და სპეციალური ტექნიკა მუშაობას ამ დრომდე ვერ იწყებს.
ყვარლის ტყეებში მიმდინარე კვირის განმავლობაში ეს ხანძრის მეორე შემთხვევაა.