ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. 

ხანძრის ჩაქრობითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

ცნობისთვის, ცეცხლი ძირითადად ტყის ქვედა საფარზე იყო გავრცელებული, თუმცა დაიწვა მრავალწლიანი ხეების ნაწილიც. ხანძარი დაახლოებით 10 ჰექტრამდე ტერიტორიაზე გუშინ შუადღეს ადგილობრივებმა შენიშნეს და შესაბამის სამსახურს შეატყობინეს. აალების მიზეზი უცნობია და მას გამოძიება დაადგენს.