უცხოური მედია: დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში 100-ზე მეტი ჯარისკაცისგან შემდგარი ელიტური სპეციალური დანიშნულების რაზმი გაგზავნა

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში 100-ზე მეტი ჯარისკაცისგან შემდგარი ელიტური სპეციალური დანიშნულების რაზმი გაგზავნა, რომლებიც იმუშვებენ სამხედრო მრჩევლებად და უკრაინულ სპეციალურ ძალებს გაწვრთნიან.

გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან არსებული მუქარა NATO-ს ქვეყნების მნიშვნელოვან შეშფოთებას იწვევს.

ბრიტანული გამოცემა „მირორის“ ცნობით, გაერთიანებული სამეფოს ელიტარული სპეცრაზმის გაგზავნა ოფიციალურმა ლონდონმა უკრაინაში რუსეთის პოტენციური შეჭრის „გარდაუვალი საშიშროების“ გამო გადაწყვიტა.