საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ უკრაინის ირგვლივ არსებული მდგომარეობით შექმნილი კრიზისის დაძლევის კუთხით მომავალი დღეები გადამწყვეტი იქნება.
„მომდევნო დღეები იქნება გადამწყვეტი და საჭირო იქნება ინტენსიური დისკუსიები, რომელსაც ჩვენ ერთად გავაგრძელებთ“, - განაცხადა მაკრონმა რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ.
ამასთან, შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ემანუელ მაკრონის ზოგიერთმა იდეამ შესაძლოა შექმნას საფუძველი მომავალი ერთობლივი ნაბიჯების გადასადგმელად.