უკრაინის დედაქალაქ კიევში უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო.
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება უკრაინაში! ბოლო 24 წლის განმავლობაში, ეს საფრანგეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია ჩვენს ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, ეს ვიზიტი ნაყოფიერი იქნება ჩვენი სახელმწიფოებისთვის, რადგან უკრაინა და საფრანგეთი დაინტერესებულნი არიან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებით და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებით“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.