საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შედეგად, ესკალაციის თავიდან აცილების მიზანს მიაღწია.
„ჩემთვის საუბარი იყო „თამაშის დაბლოკვაზე“ ესკალაციის თავიდან აცილებისა და ახალი პერსპექტივების გახსნის მიზნით. ეს მიზანი შესრულებულია. საფრანგეთმა თავისი სანდოობა გააძლიერა“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.
ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოსკოვში გუშინ შეხვდა.