მეწყერს კოლუმბიაში სულ მცირე 14 ადამიანი ემსხვერპლა

მეწყერს კოლუმბიაში სულ მცირე 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა კი 35 მოქალაქე. ამის შესახებ Al Jazeera წერს.

ამასთან, ცენტრალურ კოლუმბიაში, დოსკებრადასის მუნიციპალიტეტში, რისარალდაში, ძლიერმა წვიმამ მეწყერი გამოიწვია.

„ძალიან ძლიერი ხმა გავიგეთ. გარეთ გამოვედით და დავინახეთ, რომ მთის ნაწილი შენობების სახურავებზე იყო ჩამოსული. მივედი ახლოს და დავინახე, რომ ტალახში ადამიანები იყვნენ. ეს კატასტროფა იყო“, - ამბობს ტაქსის მძღოლი, რომელიც შემთხვევას შეესწრო.