შვედეთი კოვიდშეზღუდვებს ხსნის

შვედეთში, ბარები და რესტორნები საღამოს 23:00 საათზე აღარ დაიხურება და შეკრების წესები შემსუბუქდება. საჯარო ადგილებში ვაქცინაციის საშვის წარდგენის ვალდებულება მოიხსნა. დატვირთულ პერიოდში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნიღბის ტარება აუცილებელი აღარ იქნება.

„პანდემია არ დასრულებულა, მაგრამ ჩვენ შევდივართ სრულიად ახალ ფაზაში… რამდენიმე კვლევა აჩვენებს, რომ „ომიკრონი“ იწვევს ნაკლებად მძიმე დაავადებას”, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა.

შვედეთში 83%-ზე მეტi ვაქცინის ორივე დოზით აიცრა.

გასულ კვირაში, დანია გახდა ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელმაც თითქმის ყველა კოვიდრეგულაცია გააუქმა. ნორვეგიის პრემიერმა კი განაცხადა, რომ საზოგადოება ვირუსთან თანაცხოვრებას უნდა შეეგუოს.

ამავე თემაზე:

მეცნიერთა გაფრთხილების მიუხედავად, შვედეთი პანდემიას დასრულებულად აცხადებს