ეს, ალბათ, ყველაზე სახიფათო მომენტია უსაფრთხოების ყველაზე დიდ კრიზისში, რომლის წინაშე ევროპა ბოლო ათწლეულების განმავლობაში აღმოჩნდა, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა NATO-ს გენერალურ მდივანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, NATO შეთანხმდა, რომ ნებისმიერი ქვეყანა თავისუფალი უნდა იყოს უსაფრთხოების ალიანსების შექმნაში, რომელსაც ის ირჩევს.
„არის რაღაცები, რაზეც მოლაპარაკება შეუძლებელია. NATO-ს უნდა ჰქონდეს ღია კარის პოლიტიკა“, - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.