რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოს დიპლომატები მოსკოვში ვიზიტისთვის მზად არ აღმოჩნდნენ. „იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ მუნჯის ყრუსთან საუბარი გამოგვდის, თითქოს ვუსმენთ მაგრამ არ გვესმის“, - განაცხადა ლავროვმა ლიზ ტრასთან შეხვედრის შემდეგ.
ლავროვის თქმით, ლონდონისა და სხვა დასავლური დედაქალაქების მხრიდან მოსკოვის მიმართ საყვედურები, რომლებიც ეხება იმას, რომ რუსეთი ყველგან ერევა, ჭორებია.
„მედიაში გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ რუსეთი სავარაუდოდ ემზადება კიევის ასაღებად, ლონდონის ცნობილი სერიიდან („ძალიან სავარაუდო“) არის“, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ლიზ ტრუსთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
„გადახედეთ საჯარო განცხადებებს, მუქარა არსად არის, თავად გვემუქრებიან“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.