NATO-ს გენერალურმა მდივანმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის პოლიტიკურ და პრაქტიკულ დონეზე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვა. იენს სტოლტენბერგი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა.
„პრეზიდენტ ზელენსკის უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო გაძლიერებაზე ვესაუბრე. NATO განაგრძობს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას ჩვენი უაღრესად ღირებული პარტნიორისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს დეესკალაციისკენ. მოვუწოდებთ, განაგრძოს დიალოგის გზა მშვიდობიანი გადაწყვეტის მოსაძებნად“, - აღნიშნულია სტოლტენბერგის Twitter პოსტში.
სტოლტენბერგმა 10 თებერვალს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბორის ჯონსონს უმასპინძლა, რის შემდეგაც ჯონსონი პოლონეთში გაემგზავრა. პარალელურად, რუსეთში ვიზიტით იმყოფება საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი, რომელიც უკვე შეხვდა რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს. დღესვე, ბერლინი ნორმანდიის ფორმატში მრჩევლების დონეზე შეხვედრას მასპინძლობს.