NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი 11 თებერვალს რუმინეთს ეწვევა. NATO-ს პრესსამსახურის ცნობით, დაგეგმილია რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანესთან ერთად პრესკონფერენცია. ისინი რუმინეთში მოკავშირე ქვეყნებიდან დისლოცირებულ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდებიან. ლიდერები სამხრეთ-აღმოსავლეთ რუმინეთში, კონსტანცას ოლქში, მიხაილ კოგალნიცეანუს სამხედრო ბაზას ეწვევიან.
ჯარებმა, რომლებიც აშშ-მ გადაწყვიტა, რომ გერმანიიდან გადაიყვანოს, კოგალნიცეანუს ბაზას უნდა მიაღწიონ. სამხედრო ტექნიკის პირველი კოლონა ქვეყანაში 9 თებერვალს საღამოს, არადში, ნადლაჩის სასაზღვრო პუნქტზე შევიდა. თავდაცვის სამინისტრომ (MApN) განაცხადა, რომ რუმინეთში მეტი აღჭურვილობა და პერსონალი ჩავა უახლოეს პერიოდში.
10 თებერვალს კრაიოვაში სამხრეთ-დასავლეთის მრავალეროვნულ ბრიგადაში ვიზიტის დროს პრეზიდენტმა იოჰანისმა განაცხადა, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენები NATO- მიერ მიღებული ზომების საჭიროებაზე მიუთითებს და რუმინეთი თავის მხრივ მზად არის, შეასრულოს მის მიერ აღებული ვალდებულებები.
სტოლტენბერგმა 10 თებერვალს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბორის ჯონსონს უმასპინძლა.