ნიდერლანდების ელჩი: ჩვენმა თანამემამულეებმა უკრაინა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ

ნიდერლანდების მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად უკრაინაში იმყოფებიან, ქვეყანა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ - ამის შესახებ უკრაინაში ნიდერლანდების ელჩმა, იენეს დე მოლმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის ქალაქ ლვოვში ნიდერლანდების მოქალაქეებისთვის გადაუდებელი დახმარების ცენტრი შეიქმნება, სადაც ისინი დოკუმენტებისა და ინფორმაციის მიღებას შეძლებენ.

ელჩის განცხადებით, საუბარია არა ევაკუაციაზე, არამედ თავისუფალ არჩევანზე ქვეყნის დატოვების შესახებ უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ის მოქალაქეებმა უკრაინა უნდა დატოვონ.