უცხოური მედია: რუსეთის შეჭრის საფრთხის გამო, აშშ კიევში მდებარე საელჩოდან დღეს ევაკუაციის პროცესის დაწყებას აპირებს

რუსეთის შეჭრის საფრთხის გამო, აშშ კიევში მდებარე საელჩოდან დღეს ევაკუაციის პროცესის დაწყებას აპირებს. ამის შესახებ ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით, „ასოშიეთიდ პრესი” იუწყება.

გავრცელებული ცნობით, კიევში მხოლოდ საელჩოს თანამშრომლების მცირე ნაწილი დარჩება, დიპლომატიური კორპუსის 200-მდე წევრი კი, სამშობლოში დაბრუნდება, ან უკრაინის დასავლეთით, პოლონეთის საზღვრის სიახლოვეს გადაიყვანენ, რათა ქვეყანაში დიპლომატიური წარმომადგენლობა შენარჩუნდეს.

უკრაინაში მყოფ ამერიკის რიგით მოქალაქეებს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ გუშინ მოუწოდა.