უცხოური მედია: აშშ და ევროპა ასრულებენ მახვილი სანქციების პაკეტზე მუშაობას, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში დაწესდება

"აშშ და ევროპა ასრულებენ მახვილი სანქციების პაკეტზე მუშაობას, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში დაწესდება", - ამის შესახებ Reuters აცხადებს.

სანქციების დაწესება რუსეთის მსხვილი ბანკების, მათ შორის „ვითიბისა“ და „სბერბანკის“ წინააღმდეგ იგეგმება, თუმცა რუსეთის გამოთიშვა საერთაშორისო საგადასახადო სისტემა „სვიფტიდან“ არ იგეგმება.

ამასთან, როგორც ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რუსეთის „სვიფტიდან“ გამოთიშვა არ განიხილება ევროპის რამდენიმე ქვეყნის წინააღმდეგობის გამო, რომლებმაც შეშფოთება გამოთქვეს, რომ ევროპული ფინანსური ინსტიტუტების მიერ რუსეთისთვის მიწოდებული მილიარდობით დოლარის სესხები არ დაიფარება.