უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის, ვადიმ პრისტაიკოს განცხადება იმის შესახებ, რომ უკრაინა მზადაა, განიხილოს NATO-ში გაწევრიანებაზე უარის თქმა რუსეთთან ომის თავიდან ასაცილებლად, კონტექსტიდან ამოღებულია.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ Ukrinform-ისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა.
„რა თქმა უნდა, მშვიდობისა და ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად, უკრაინა მზადაა, ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან დიალოგის ნებისმიერ ფორმატში შესვლისთვის.
ამავე დროს, ელჩმა პრისტაიკომ მართებულად აღნიშნა ინტერვიუში, რომ NATO-ს წევრობის პერსპექტივა გათვალისწინებულია უკრაინის კონსტიტუციით, მაგრამ უკრაინა ამჟამად არ არის NATO-ს ან სხვა უსაფრთხოების ალიანსის წევრი, ამიტომ უსაფრთხოების გარანტიების საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის საკვანძო ხდება“, - განაცხადა პრესსპიკერმა. ნიკოლენკოს თქმით, ასეთი საუკეთესო გარანტია იქნება უკრაინის დაუყოვნებლივ გაწევრიანება NATO-ში.
ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა, ვადიმ პრისტაიკომ თქვა, რომ უკრაინამ NATO-ში გაწევრიანებაზე უარი შეიძლება თქვას, თუ მას ამის გაკეთებას გარემოებები აიძულებს.
ასევე წაიკითხეთ:
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს