დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინელი ხალხის NATO-ში გაწევრიანების სუვერენული უფლება ვაჭრობის საგანი ვერ იქნება.
„რისი გაკეთებაც არ შეგვიძლია, ეს უკრაინელი ხალხის ნატოში გაწევრიანებისკენ მისწრაფების სუვერენული უფლების დათმობაა. ეს ვაჭრობის საგანი ვერ იქნება. ეს უკრაინელი ხალხის უფლებაა“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, ბორის ჯონსონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ირგვლივ შექმნილი ვითარება ძალიან სახიფათო და ძალიან რთულია.