ოლექსი რეზნიკოვი: უკრაინამ მორიგი თავდაცვითი დახმარება მიიღო. ჩვენს მეგობრებს არ სძინავთ

უკრაინა პარტნიორებისგან სამხედრო და თავდაცვითი დახმარების მიღებას განაგრძობს. თავდაცვის მინისტრი მორიგი ტვირთის მიღების შესახებ იტყობინება.

„მადლობა ლიეტუველ ხალხს და უკრაინის დიდ მეგობარს არვიდას ანუსაუსკასს დახმარებისთვის. უკრაინისა და ლიეტუვის ურთიერთობა ძალიან მჭიდროა და მრავალი საუკუნის განმავლობაში გრძელდება. ვაფასებ ჩვენს მრავალსაუკუნოვან მეგობრობას და ერთმანეთის მიმართ ძლიერ მხარდაჭერას“, - წერია მინისტრის ტექსტში.

მანამდე მან Twitter პოსტი აშშ-ისგან მიღებულ მორიგ ტვირთს მიუძღვნა.

„კიდევ „ორი ჩიტი“ - თავდაცვითი დახმარება და 180 ტონა საბრძოლო მასალა. ჯამში მივიღეთ 17 ჩიტი რომელთა წონა თითქმის 1500 ტონაა! ჩვენს მეგობრებს არ სძინავთ“,- წერს ოლექსი რეზნიკოვი Twitter-ზე.