გაერთიანებული სამეფო გზავნის „მცირე რაოდენობის“ ჯარს ლიეტუვაში, რათა დაეხმაროს მას ბელორუსთან საზღვარზე არსებული მიგრანტების კრიზისის მოგვარებაში, ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა განაცხადა.
ბენ უოლესის თქმით, „სოლიდარობის სულისკვეთებით“ დიდი ბრიტანეთი მხარს დაუჭერს ლიეტუვას. „ეს განლაგება ხელს შეუწყობს ლიეტუვის შესაძლებლობას, ბელორუსთან თავის საზღვარზე ზეწოლას გაუმკლავდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.