NATO-ს გენერალური მდივანი რუსეთს დეესკალაციისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ სტოლტენბერგმა თავდაცვის მინისტერიალის გახსნამდე განაცხადა. იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრიდან ჯარების გაყვანა იქნება საუკეთესო წვლილი დაძაბულობის შესამცირებლად და ევროპაში ნებისმიერი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად.
„ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვხედავთ რუსეთის მხრიდან დეესკალაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. თუ ისინი ნამდვილად დაიწყებენ ძალების გაყვანას, ჩვენ ამას მივესალმებით. რუსეთი უკრაინაში შეჭრის შესაძლებლობას ინარჩუნებ. რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ძალიან ძლიერი რუსული სამხედრო ყოფნა უკრაინის საზღვარზე. მაგრამ ჩვენ ასევე ვხედავთ მესიჯს მოსკოვიდან, რომ ისინი დიპლომატიას მისცემენ შანსს.
შემდეგ ჩვენ მზად ვართ, შევხვდეთ მათ და ვისაუბროთ დიპლომატიური გადაწყვეტის მოსაძებნად, მაგრამ ჩვენ ასევე მზად ვართ ყველაზე უარესისთვის. ამიტომ, ბევრს ვმუშაობთ საუკეთესო, მშვიდობიანი პოლიტიკური გადაწყვეტისთვის.
მე ვსაუბრობდი 100 000-ზე მეტი ჯარისკაცის განლაგენაზე, მაგრამ რაოდენობა სტაბილურად იზრდება. ვფიქრობ, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყურადღებით დავაკვირდეთ, რას აკეთებს რუსეთი. მოვუწოდებთ მათ, გააკეთონ ის, რასაც ამბობენ და ეს არის დეესკალაცია, ძალების გაყვანა. ეს იქნება საუკეთესო წვლილი დაძაბულობის შესამცირებლად და ევროპაში ნებისმიერი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.