ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი საბერძნეთსა და კვიპროსს ეწვევა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, ვიდრე თურქეთში გაემგზავრება პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მოლაპარაკებებისთვის. ამის შესახებ Jerusalem Post-ი იტყობინება.
ვიზიტების მიზანია, ათენის და ნიქოზიის დარწმუნება, რომ ანკარასთან დაახლოება არ მოხდება იმ მჭიდრო კავშირების ხარჯზე, რომლებიც ისრაელმა დაამყარა მათთან ბოლო წლებში.
ჰერცოგის ერთდღიანი მოგზაურობა ათენში მომავალ ხუთშაბათს იგეგმება, მომავალ კვირას კი, კვიპროსში ვიზიტი გაიმართება.