უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთს არ სურს NATO-ში უკრაინის ხილვა და ამ საკითხში მას ალიანსის ზოგიერთი წევრი სახელმწიფოც უჭერს მხარს.
ზელენკის თქმით, „უკრაინას სურს NATO-ში გაწევრიანება და დიდი ხანია, ამ გზას მიჰყვება, თუმცა მანძილი არ მცირდება“.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, ამას კონკრეტული მიზეზები აქვს, მათ შორის რუსეთის სურვილი, რომ უკრაინა არ გახდეს NATO-ს წევრი და ალიანსის ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს მხრიდან ამ საკითხში რუსეთის მხარდაჭერა.