ძვირადღირებული მანქანებით სავსე გემი Felicity Ace, ატლანტის ოკეანის შუაგულში იწვის. საერთაშორისო ცნობით, ცეცხლი თავდაპირველად სატვირთო განყოფილებაში გაჩნდა, გავრცელების შემდეგ კი, ეკიპაჟის 22 წევრი პორტუგალიის საზღვაო ძალებმა გემიდან უსაფრთხოდ გაიყვანეს.
ხანძრის დროს გემი პორტუგალიის აზორის სამხრეთ-დასავლეთით მიცურავდა, ნათქვამია პორტუგალიის საზღვაო ძალების განცხადებაში.
656 ფუტის სიგრძის გემზე ხანძარი 16 თებერვალს გაჩნდა, როდესაც მას ტვირთი, მათ შორის პორშეები და ფოლკსვაგენები ემდენიდან, დევისვილში გადაჰქონდა. პანამაში რეგისტრირებულ Felicity Alice-ს იაპონური Mitsui O.S.K. (MOL) მართავს. მას კომენტარი არ გაუკეთებია. „პორშესთვის“ ცნობილია მომხდარის შესახებ და დეტალებს არკვევს. კომპანია ადასტურებს, რომ მისი ათეულობით მანქანა გემზეა.
„ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. შემთხვევის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადამზიდავ კომპანიას ვუკავშირდებით“, - აცხადებენ თავის მხრივ Volkswage-ის წარმომადგენლები.
Associated Press-ის თანახმად, Felicity Ace-ს 17000 ტონაზე მეტი ტვირთის გადატანა შეუძლია, ათასობით მანქანის ჩათვლით. პორტუგალიის საზღვაო ძალებმა განაცხადეს, რომ 17 თებერვლის მდგომარეობით, ხანძარი გრძელდება და ოკეანის საპატრულო ხომალდი ადგილზე რჩება მიტოვებული გემის მონიტორინგის მიზნით.