ნიდერლანდები უკრაინას სამხედრო დახმარებას მიაწვდის

უკრაინა სამხედრო დახმარების მიღებას განაგრძობს. ამჯერად, ჰოლანდიის მთავრობამ შესაბამისი გადაწყვეტილება 18 თებერვალს, რუსეთის შეჭრის საფრთხის ფონზე უკრაინის თხოვნის საპასუხოდ მიიღო.

უკრაინა ნიდერლანდებისგან მიიღებს 100 სნაიპერულ შაშხანას, საბრძოლო მასალას, 3000 ჩაფხუტს, 2000 ტყვიაგაუმტარი ჟილეტს, რამდენიმე იარაღსა და ნაღმების აღმოჩენის სისტემას. ჯამში დახმარების პაკეტის ღირებულება 7,4 მილიონ ევროს შეადგენს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა 18 თებერვალს უმაღლეს რადაში გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინამ უკვე მიიღო 2000 ტონაზე მეტი ტვირთი საერთაშორისო პარტნიორებისგან თანამედროვე იარაღის, საბრძოლო მასალისა და ჯავშანტექნიკის სახით.