რუსეთს უკრაინაში და მის გარშემო 190 ათასამდე სამხედრო ჰყავს მობილიზებული. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ამის შესახებ ეუთოში აშშ-ის ელჩმა მაიკლ კარპენტერმა განაცხადა შეხვედრაზე, რომელსაც რუსეთის წარმომადგენელი არ დასწრებია.
„ჩვენი შეფასებით, რუსეთს სავარაუდოდ უკრაინაში და მის გარშემო მობილიზებული ჰყავს 169 ათასიდან 190 ათასამდე სამხედრო, შედარებისთვის, 30 იანვართან შედარებით, როდესაც მათი რაოდენობა 100 ათასამდე იყო“, – განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.
ამასთან, ეუთოში აშშ-ის ელჩის თქმით, ეს ევროპაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო მობილიზებაა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ.