დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ დასავლური ქვეყნები არ შეასრულებენ თავიანთ დაპირებებს უკრაინის დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად და თუ უკრაინას საფრთხე დაემუქრება, „ეს შოკი მთელ მსოფლიოში გავრცელდება და ექო აღმოსავლეთ აზიაში, ტაივანში გავრცელდება“.
„ყოველ ჯერზე, როდესაც დასავლელი მინისტრები კიევს ეწვივნენ, ჩვენ უკრაინელ ხალხს და მათ ლიდერებს ვარწმუნებდით, რომ მყარად ვდგავართ მათი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის უკან. უკრაინას თუ საფრთხე დაემუქრება, ეს შოკი მთელ მსოფლიოში გავრცელდება და ექო აღმოსავლეთ აზიაში, ტაივანში გავრცელდება“, – აღნიშნა ჯონსონმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას.