უკრაინაში, სვეტლოდარსკის მახლობლად, პარტია „ხალხის მსახურის“ დეპუტატესა და უცხოელ ჟურნალისტებს ცეცხლი გაუხსნეს

უკრაინის პარლამენტის წევრები ფრაქცია ხალხის მსახურიდან და უცხოელი ჟურნალისტები აღმოსავლეთ უკრაინაში გაერთიანებული ძალების საოპერაციო ზონაში ჩავიდნენ. უკრაინული მედიის ცნობით, დეპუტატებსა და უცხოური მედიის წარმომადგენლებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც თავშესაფარში გადაიყვანეს. 

ხალხის მსახურის წარმომადგენლებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ ქვედანაყოფს გადასცეს უპილოტო თვითმფრინავი, რომელიც JFO-ს ტერიტორიაზე მისიების შესასრულებლა არის საჭირო. 19 თებერვალს გაერთიანებული ძალების საოპერაციო ზონაში მთავრობის წარმომადგენლები, დეპუტატები, ასევე მსოფლიოს წამყვანი მედიის წარმომადგენლები და უკრაინელი ჟურნალისტები ჩავიდნენ. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი; ვიცე-პრემიერი; უმაღლესი რადას ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე; ხალხის მსახურის ფრაქციის თავმჯდომარე; უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მოადგილე.