„ვინ არის მტერი - ამ შეკითხვას მუდმივად მისვამენ და პასუხია, რომ ჩვენი ცხოვრების წესისთვის, ჩვენი რესპუბლიკისთვის და ჩვენი დემოკრატიული პრინციპებისათვის ძირის გამოთხრა ბევრს სურს. რუსეთი უდავოდ მათ სიაშია“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდინავმა, მაიკ პომპეომ „მარკ ლევინის შოუში“ განაცხადა.
.„რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კვლავ ნამდვილი საფრთხეა მათთვის, ვისაც თავისუფლება უყვარს“, - განაცხადა მაიკ პომპეომ.
მაიკ პომპეომ რუსეთს ამერიკულ სახელმწიფო უწყებებზე, არასამთავრობო დაწესებულებებსა და კომპანიებზე განხორციელებულ ბოლო მასშტაბურ კობერშეტევაში დასდო ბრალი.