NATO უსაფრთხოების მიზნით თანამშრომლებს უკრაინის დედაქალაქიდან გაიყვანს. იტყობინება Reuters-ი NATO-ს ოფიციალური პირზე დაყრდნობით. გადაწყვეტილება პირველად ნორვეგიულმა გაზეთმა VG-მ გაავრცელა.
„ჩვენი პერსონალის უსაფრთხოება უმთავრესია, ამიტომ პერსონალი გადაიყვანეს ლვოვსა და ბრიუსელში. უკრაინაში NATO-ს ოფისები ფუნქციონირებს“, - განუცხადა Reuters-ს ოფიციალურმა პირმა, თუმცა არ დააკონკრეტა მათი რაოდენობა და პოზიციები.
ეს ნაბიჯი მოჰყვა აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებებს საელჩოების კიევიდან ლვოვში გადატანის შესახებ. რამდენიმე სხვა ქვეყანამ ასევე გადაიყვანა დიპლომატები დედაქალაქიდან.
უკრაინაში NATO-ს ოფისები მუშაობას განაგრძობენ.