უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი კანადას სამხედრო დახმარებისთვის და საჭირო დროს მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობას უხდის. შესაბამისი პოსტი მინისტრის Twitter გვერდზე განთავსდა.
„ჩვენი ახლო მეგობრებისგან მივიღეთ სამხედრო დახმარება შაშხანების, ავტომატების, ოპტიკური სამიზნეების, ღამის ხედვისა და სათვალთვალო მოწყობილობებისა და სამხედრო აღჭურვილობის სახით. დიდი მადლობა ამ მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილების მიღებისთვის“, - წერს ოლექსი რეზნიკოვი.
კანადის ფინანსთა სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ კანადის მთავრობა უკრაინას გადასცემს დაახლოებით 420 მილიონი აშშ დოლარის) ოდენობის სესხს, რათა მხარი დაუჭიროს ქვეყნის ეკონომიკას რუსული აგრესიის საფრთხის წინაშე.
ეს სესხი იანვარში გამოცხადებული 120 მილიონი დოლარის ოდენობის სესხთან ერთად გამოიყოფა.
საერთაშორისო პარტნიორებმა უკრაინას $1,5 მილიარდის ოდენობის სამხედრო და თავდაცვითი დახმარება გადასცეს