ირანის პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებთან სავაჭრო და პოლიტიკურ კავშირებს გააღრმავებს

ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი მონაწილეობს გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ყატარში მიმდინარე სამიტში და გამოთქვამს იმედს, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებთან გააღრმავებს სავაჭრო და პოლიტიკურ კავშირებს. ეს ყატარში ირანის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია 11 წლის განმავლობაში.

ულტრაკონსერვატორი რაისისთვის ეს მესამე ვიზიტია უცხოეთში მას შემდეგ, რაც აგვისტოში ხელისუფლებაში მოვიდა.

 

"ირანი გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის (GECF) ერთ-ერთი დამაარსებელია, რადგან ჩვენ ვართ იმ სამ ყველაზე მნიშვნელოვან ქვეყანას შორის, რომლებიც გაზს აწარმოებენ და ექსპორტზე გააქვთ", - თქვა რაისიმ 20 თებერვალს ყატარში გამგზავრებამდე, ტელევიზიით გადაცემულ განცხადებაში.

ცნობისთვის, 11 წევრისგან შემდგარი ჯგუფის ექსპერტებმა შეხვედრა 20 თებერვალს დაიწყეს, 21 თებერვალს სამიტი მინისტრების დონეზე გაგრძელდება, 22 თებერვალს კი მასში სახელმწიფოების და მთავრობების ხელმძღვანელები მიიღებენ მონაწილეობას.