ჩინეთის სახელმწიფო მრჩეველი და საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი მიუნხენის უსაფრთხოების 58-ე კონფერენციაზე, ჩინეთის სესიაზე, ონლაინ რეჟიმში წარსდგა. მინისტრმა უპასუხა მოდერატორის შეკითხვებს ჩინეთის დამოკიდებულებაზე NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოებაზე, ევროპის უსაფრთხოებისა და უკრაინის გარშემო ვითარების შესახებ. ვან იმ აღნიშნა, რომ ცივი ომი დიდი ხანია დასრულდა და NATO საჭიროებს ადაპტაციას ცვალებად გარემოებებთან მიმართებით.
თუ NATO გააგრძელებს აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოებას, ეს ხელს შეუწყობს თუ არა გრძელვადიან მშვიდობასა და სტაბილურობას ევროპაში? ამ საკითხზე საუბრისას ვან იმ აღნიშნა, რომ ყველა ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა დაცული უნდა იყოს.
- ეს არის საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი ნორმა, რომელიც ასახავს გაეროს წესდების მიზნებს. ეს არის ასევე ჩინეთის თანმიმდევრული, პრინციპული პოზიცია და ეს ასევე ეხება უკრაინას. თუ ვინმე ეჭვქვეშ აყენებს ჩინეთის დამოკიდებულებას ამ საკითხთან დაკავშირებით, ეს არის ჩინეთის პოზიციის დამახინჯება. უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ჩინეთს მიაჩნია, რომ აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნება მინსკის II შეთანხმებასთან, ამ საკითხის ამოსავალ წერტილთან. შეთანხმება არის სავალდებულო ინსტრუმენტი, რომელზეც მოლაპარაკებებს მისი მონაწილე მხარეები აწარმოებენ და დამტკიცებულია გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ და წარმოადგენს ერთადერთ ეფექტიან გამოსავალს.
სახელმწიფო მრჩეველმა აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, რუსეთი და ევროკავშირი მხარს უჭერენ მინსკი II-ს და მის ბოლო სატელეფონო საუბარში აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ამერიკულმა მხარემ ამასთან დაკავშირებით გამოხატა მხარდაჭერა.
- ამ კონტექსტში, არ უნდა დასხდნენ შესაბამისი მხარეები ერთად, საფუძვლიანი დისკუსიისთვის, რათა შეიმუშაონ შეთანხმების განხორციელების საგზაო რუკა და განრიგი? ის, რაც ახლა ყველა მხარემ უნდა გააკეთოს, არის გულმოდგინედ აიღოს პასუხისმგებლობა და იმუშაოს მშვიდობისთვის, დაძაბულობის გაზრდის, პანიკის გაღვივებისა და ომის გაღვივების ნაცვლად.
რაც შეეხება პერსპექტივას, ვან იმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა უნდა იყოს ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის და არა ფრონტის ხაზი დიდ ძალებს შორის დაპირისპირებისთვის.
- ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ყველა მხარეს თავისუფლად შეუძლია, გამოხატოს საკუთარი შეშფოთება და რუსეთის გონივრული შეშფოთება უსაფრთხოების შესახებ, სერიოზულად იყოს მიღებული და მას პატივი უნდა სცენ. ჩინეთი იმედოვნებს, რომ ყველა მხარე დიალოგის და კონსულტაციებს გზას მიჰყვება, რათა იპოვონ გამოსავალი, რომელიც ნამდვილად ხელს შეუწყობს ევროპის უსაფრთხოების დაცვას.