დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ბანკსა და ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.
კერძოდ სანქციები შემდეგ ბანკებს დაუწესდა: „როსიაიაზ ბანკი“, „IS ბანკი“, „გენერალური ბანკი“, „პრომსვიაზბანკი“ და „შავი ზღვის ბანკი“. რაც შეეხება ინდივიდუალურ პირებს, სანქციები შემდეგ ბიზნესმენებს დაუწესდათ: გენადი ტიმჩენკო, იგორ როტენბერგი და ბორის როტენბერგი.