ევროპის საბჭო რუსეთს ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „აღიარების“ შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებს

ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლად“ აღიარების შესახებ რუსეთის პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებას, ევროპის საბჭო საერთაშორისო სამართლის დარღვევად აფასებს. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას ადასტურებს.


 

  • რუსეთის ფედერაციის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „სახალხო რესპუბლიკების“ აღიარება საერთაშორისო სამართლის დარღვევაა და წარმოადგენს მინსკის შეთანხმებების ცალმხრივ დარღვევას, რომელიც დონბასში კონფლიქტის მოგვარების ერთადერთ ფუნდამენტად რჩება. ევროპის საბჭო ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
  • მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, გააუქმოს ეს გადაწყვეტილება და თავი შეიკავოს სიტუაციის შემდგომი გამწვავებისგან. ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ ჩვენს წევრ ქვეყნებს, გადაწყვიტონ თავიანთი უთანხმოება დიალოგის გზით, ევროპის საბჭოს სტატუსით დაცული პრინციპების და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში გათვალისწინებული პრინციპების პატივისცემის საფუძველზე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ეს არის აშკარა თავდასხმა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე

აშშ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას აანონსებს

ენტონი ბლინკენ: რუსეთის გადაწყვეტილება სწრაფ და მტკიცე რეაგირებას მოითხოვს

ევროკავშირის პასუხი პუტინს: ამ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები დაწესდება

ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა