აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადება ევროპაში ჯარების გადანაწილების შესახებ, ბალტიის რეგიონში 800 ჯარისკაცის და NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე რვა F-35 გამანადგურებელი თვითმფრინავის გაგზავნას ითვალისწინებს. ამის შესახებ Reuters-ს აშშ-ის ოფიციალურმა პირმა განუცხადა.
გარდა ამისა, შეერთებული შტატები გაგზავნის 32 AH-64 Apache შვეულმფრენს ბალტიის რეგიონსა და პოლონეთში.
„ამ დამატებითი პერსონალის გადანაწილება ხდება ჩვენი NATO-ს მოკავშირეების მხარდასაჭერად, NATO-ს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ ნებისმიერი პოტენციური აგრესიის შესაჩერებლად და მასპინძელი ქვეყნის ძალებთან წვრთნის მიზნით“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანმა და დაამატა, რომ არცერთი ახალი ძალა არ იგზავნება შეერთებული შტატებიდან.
აშშ-ის პრეზიდენტმა 22 თებერვალს განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის ძალების დამატებით გადაადგილებას დაეთანხმა. ამასთან, აღნიშნა, რომ ძალები და აღჭურვილობა, რომლებიც უკვე ევროპაშია, გაიგზავნება ბალტიისპირეთის ქვეყნებში ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში.
- ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო, ეს ჩვენი მხრიდან თავდაცვითი მოძრაობებია. ჩვენ არ გვაქვს განზრახული რუსეთთან ბრძოლა. ეს განლაგება მიზნად ისახავს მესიჯის გაგზავნას აშშ-ის მოკავშირეებისთვის, რომ ის დაიცავს NATO-ს ტერიტორიას და დაიცავს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.
ასევე წაიკითხეთ
ესტონეთმა შეერთებულ შტატებს ბალტიისპირეთის ქვეყნებში საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნა სთხოვა