დიდი ბრიტანეთი მზადაა, „უკრაინაში სრული შეჭრის შემთხვევაში“, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააძლიეროს, ამის შესახენ დიდი ბრიტანეთის განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მინისტრმა გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებულ კრიტიკასაც უპასუხა და განმარტა, რომ სანქციები ყველაზე მკაცრი იყო, რაც კი გაერთიანებულმა სამეფოს ოდესმე გამოუყენებია რუსეთის მიმართ.
- ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რათა განვასხვავოთ ისინი, ვინც რეჟიმის მხარდამჭერები არიან და ისინი, ვინც მხარს უჭერენ ვლადიმერ პუტინს; ისინი, ვინც შესაძლოა, რუსეთიდან გადავიდნენ წლების წინ და ისინი, ვინც არიან ნაწილი ბრიტანეთის პოლიტიკური სისტემის ნაწილნი.
ტრასმა განაცხადა, რომ მთავრობას რუსეთის ხელმძღვანელობის ქმედებებში თანამონაწილეების გრძელი სია აქვს და თუ პუტინი უარს იტყვის ჯარების უკან დახევაზე, დიდ ბრიტანეთს შეუძლია, „ტემპერატურა აწიოს“.
- გაერთიანებული სამეფო შეუზღუდავს რუსულ სახელმწიფოსა და ძირითად კომპანიებს დიდი ბრიტანეთის ფინანსურ ბაზრებზე დაფინანსების მოპოვებას, ასევე, აკრძალავს მთელ რიგ მაღალტექნოლოგიურ ექსპორტს რუსეთში, რაც წლებით უკან დახევს მისი სამხედრო-ინდუსტრიული ბაზის განვითარებას.
შეგახსენებთ, 22 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.