ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა

სანქცირებული რუსული ელიტებისა და მათი ოჯახის წევრების სია იზრდება. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა. ბაიდენის ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, რომ რუსეთის ოთხ მსხვილ ბანკს, მათ შორის VTB ბანკს სანქციები დაუწესდათ.

სანქციების ჩამონათვალი ასევე ითვალისწინებს:

  • რუსეთის შესაძლებლობის შეზღუდვას, აწარმოოს ბიზნესი დოლარში, ევროში, გირვანქა სტერლინგსა და იენში

      

       რუსული არმიის დაფინანსების შესაძლებლობის შეჩერებას

 

  • რუსეთის უნარის შემცირებას, კონკურენცია გაუწიოს მაღალტექნოლოგიურ 21-ე საუკუნის ეკონომიკას

 

  • სანქციებს რუსულ ბანკებზე, რომლებიც ერთობლივად დაახლოებით 1 ტრილიონი დოლარის აქტივებს ფლობენ

რეზიდენტმა ბაიდენმა გაიმეორა, რომ აშშ-ის ძალები „არ არიან და არ იქნებიან" ჩართულნი რუსეთთან კონფლიქტში უკრაინაში. მისი თქმით, აშშ დაიცავს NATO-ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს.


პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა

ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს

BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის

ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებულ