უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჰოსტომელის აეროპორტზე კონტროლი აღადგინეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჰოსტომელის საერთაშორისო აეროპორტზე (“State Enterprise Antonov”), კიევიდან 10 კილომეტრში კონტროლი აღადგინეს.

„ახლა ჩვენ ნამდვილად მოვიგერეთ [რუსული თავდასხმა]. ჰოსტომელის აეროპორტი ჩვენია [უკრაინის კონტროლის ქვეშ]. რუსული დესანტი განადგურდა", - წერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი Facebook-ზე.

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, რუსეთის ძალების თავდასხმას 57 ადამიანი ემსხვერპლა, 169 - დაშავდა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსმა ოკუპანტებმა ჩერნობილის ყოფილი ატომური ელექტროსადგური და ჰოსტომელის აეროპორტი დაიკავეს


 

პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა

ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს

BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის

ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებულ