ეს არ არის კრიზისი, ეს არის ომი ევროპაში, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
მისივე თქმით, საფრანგეთი უკრაინის დასახმარებლად 300 მილიონ ევროს გამოყოფს.
„ეს არ არის კრიზისი, ეს არის ომი ევროპაში. ეს არჩევანი ვლადიმერ პუტინმა ერთდროულად რამდენიმე სამხედრო ოპერაციის დაწყებით გააკეთა. ომს უკვე ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. პუტინს სურს ისტორია შეცვალოს, დაგვაბრუნოს კონფრონტაციაში. პუტინის კიდევ ერთი არჩევანი საერთაშორისო სამართლის კანონმდებლობის უგულებელყოფაა. პუტინის არჩევანს გაერთიანებული ვხვდებით", - განაცხადა მაკრონმა.
ასევე წაიკითხეთ:
პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა
ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს